ვიდეო: „მეგრელი გოგონები იმდენად ლამაზები არიან, ვერ ავარჩიე. მოვიყვანდი ცოლს, მაგრამ წინ ვიყურები, როცა დარწმუნებული არ ხარ, იმის ცხოვრებაც უნდა გააუბედურო და შენიც…“ – ბორის ბედია დაოჯახებაზე

ბორის ბედია „დღის პოსტთან“ საუბრობს, როგორ დაიკლო წონაში და რატომ არ მოჰყავს ცოლი.

„ახალ წელს ხალხი იმატებს, მე, პირიქით, 9 კილო დავიკელი. სანამ ახალი წელი დადგებოდა, ერთი თვე სამეგრელოში ვიყავი, ხომ იცით, როგორი საჭმელია. მოვიმატე და ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს თავს გავუბრაზდი, ბორია, ასე არ შეიძლება, ახალგაზრდა კაცი ხარ-მეთქი. დავიწყე ვარჯიში, სირბილი, ლახტი, შევამცირე საკვები, ხაჭაპური, ცომეული ამოვიღე, სწრაფი კვება, მაიონეზი, არ უნდა გაძღე ადამიანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბედნიერი ვარ, მიდის წონის კლების პროცესი. რაც სიმაღლე მაქვს, იმის მიხედვით უნდა დავიკლო, იდეალურ ფორმას მივუახლოვდე. დიეტურ საკვებს მაღაზიაშიც ვყიდულობ, ხანდახან დედა მიმზადებს.

რა ჰქვია შენს გულისწორს?

არაფერი… ხალხი გამარჯობას აღარ მეუბნება, პირდაპირ მეკითხებიან, ცოლი როდის მოგყავსო. წინასწარ ვერ ვიტყვი ვერაფერს.

მეგრელი ქალბატონები ძალიან ლამაზები არიან და არ არსებობს, რომ ნაპერწკალი არ გაჩენილიყო შენს გულში?

მეგრელი გოგონები იმდენად ლამაზები არიან, ვერ ავარჩიე. მოვიყვანდი ცოლს, მაგრამ წინ ვიყურები, როცა დარწმუნებული არ ხარ, იმის ცხოვრებაც უნდა გააუბედურო და შენიც. თუ ოჯახია, უნდა იყოს ჰარმონია. იგრძნობ, რომ შენი ადამიანია, როცა ის გამოჩნდება.