ვიდეო: „ცხოვრებაში ჩემთვის ილიკო მთავარი ადამიანია. ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია“ – ნინო და ილიკო სუხიშვილების განსაკუთრებული ურთიერთობა

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს გადაცემა „დროება“ ესტუმრა. ნინო სუხიშვილმა გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში თავის ძმაზე, ილიკო სუხიშვილზე ისაუბრა, რომლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

„ალბათ, ყველა და ძმას უყვარს ერთმანეთი მაგრამ, ჩვენ კიდევ რაღაც საოცარი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემთვის მაგალითად, ილიკო მთავარი ადამიანია ცხოვრებაში და აბსოლუტურად მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი ჩემთვის და იგივეა მისთვისაც.

რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია… ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვმოგზაურობთ, ერთად ვმუშაობთ… მოკლედ, აი რაღაც ერთი ძაან ერთიანი ბმა გვაქვს და ჩანს კიდევაც ეს ჩვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.

ახლა, როცა ფაქტიურად ოჯახში ძალიან ცოტანი დავრჩით, მე და ილიკო ვართ. ილიკოს ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში ახლა ამ ეტაპზე, ამიტომ მე და ილიკო ვართ ესე დარჩენილები და ამხელა ანსამბლი, რომელიც ჩვენი დიდი ოჯახია.

მიხარია, რომ ყოველთვის ყველაფერზე ერთი და იგივე აზრი გვაქვს. არასდროს არ ვკამათობთ. ნუ რაღაც წვრილმანზე შეიძლება და ხან მე ვუთმობ ხანის ის მითმობს, მაგრამ მნიშვნელოვან რაღაცებზე ყოველთვის ერთი და იგივე აზრი გვაქვს. პროგრამის შედგენა იქნება ეს, თუ გასტროლების დაგეგმვა, თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღება ერთნაირად ვფიქრობთ“, – აცხადებს ნინო სუხიშვილი.