მომღერალ ნოდიკო ტატიშვილისა და თათია ერქვანიძის ქალიშვილი – კესანე გაქრისტიანდა.
„მამას კესანე“ – ნოდიკო ტატიშვილი შვილის უთბილეს კადრებს გვიზიარებს
ნათლობის ამსახველ ფოტოებს ნოდიკო ტატიშვილი და თათია ერქვანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
კესანეს ერთ-ერთი ნათლია მომღერალი ლელა წურწუმიაა.
„ჩვენი კესანე გაქრისტიანდა. მადლობა ძვირფას ნათლიებს – ლელა წურწუმიას და ლაშა უჩავას. გვიყვარხართ!
მადლობა ჩემს მამა აკაკი ქიქავას, მამა დემეტრეს და მამა ილიას!
გილოცავთ შობას და წმ. სპირიდონის ხსენების დღეს!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში.




