აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ყოფილი ქმარი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

 ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის პირველი ქმარი, 77 წლის უილიამ სტევენსონი, ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

უილიამ სტივენსონი ამჟამად დელავერის შტატში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, რადგან ვერ გადაიხადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 500 000 დოლარის ოდენობის გირაო. მისი დაკავება მოხდა ცოლის, 64 წლის ლინდა სტივენსონის  გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ თვეში.

ქალი 2025 წლის 28 დეკემბერს, ღამით ნიუ-კასლის ოლქში მდებარე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„2025 წლის 28 დეკემბერს პოლიცია გამოეხმაურა ოჯახური კონფლიქტის შესახებ მიღებულ შეტყობინებას სტივენსონების სახლში, სადაც ლინდა სტივენსონი უგონო მდგომარეობაში იპოვეს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მედიის ცნობით, პოლიციის დისპეტჩერის აუდიოჩანაწერში გარდაცვალების მიზეზად ნახსენებია „გულის გაჩერება“.

საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.

ჯილ ბაიდენი უილიამ სტივენსონთან ქორწინებაში იყო 1970-დან 1975 წლამდე. ისინი დაქორწინდნენ, როცა ჯილ ბაიდენი 18 წლის იყო, ხოლო სტივენსონი – 23 წლის. ჯილ ბაიდენმა ჯო ბაიდენი 1975 წლის მარტში გაიცნო და ისინი 1977 წელს დაქორწინდნენ.

საინტერესოა, რომ  ჯილ ბაიდენი, ბილ სტივენსონზე 1970 წელს, 19 წლის ასაკში დაქორწინდა. წყვილი 1974 წელს დაშორდა, ხოლო 1975 წელს ოფიციალურად განქორწინდა. იმავე წელს ჯილ ბაიდენი შეხვდა მომავალ მეუღლეს, მაშინდელ სენატორს, ჯო ბაიუდენს. რამდენიმე წლით ადრე ჯო ბაიდენმა ავტოკატასტროფაში დაკარგა პირველი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ჯო და ჯილ ბაიდენები 1977 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 1981 წელს მათი ქალიშვილი ეშლი ბაიდენი დაიბადა.