23 თებერვალს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი, „Taurus World Stunt Awards 2022-ის” გამარჯვებული, ლაშა მძინარაშვილი, ჟიურის წევრის სტატუსით ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში გამართულ „ტაურუსის“ მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებას (Taurus World Stunt Awards 2026) დაესწრო.
ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ანსამბლ რუსთავის პოსტს ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილი Hollywood-ში საპატიო მისიით იმყოფება. ანსამბლი გვიზიარებს კადრებსაც სადაც ქართველი მოცეკვავე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ჩანს:
„შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia – ს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილი საპატიო მისიით Hollywood-ში იმყოფება.
23 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, კერძოდ Hollywood-ში, Taurus World Stunt Awards 2026-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურის წევრის სტატუსით ლაშა მძინარაშვილი დაეაწრო. აღნიშნული ღონისძიება კასკადიორთა სამყაროში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ცნობისთვის:
2022 წელს ქორეოგრაფმა და ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ ლაშა მძინარაშვილმა მსოფლიოს კასკადიორთა ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე Taurus World Stunt Awards-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ბრძოლის სცენა“.
მან რეჟისორ Matthew Vaughn-ის ფილმის The King’s Man მთავარი საბრძოლო სცენა დადგა, სადაც „ჰოლივუდში“ ქართული ცეკვის ელემენტები წარმატებით წარმოაჩინა.
ეს იყო ისტორიული გამარჯვება — 2022 წელს კასკადიორთა „ოსკარზე“ ქართველმა პირველად გაიმარჯვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.








