„უბედნიერესი დღე ანიტასთვის, პირველი გააზრებული შეხვედრა პატრიარქთან…“ – საბავშვო ევროვიზიის ქართველი წარმომადგენელი პატრიარქმა დალოცა, რა კადრებს გვიზიარებს ანიტა აბგარიანის დედა

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე გაიმართება.

უმნიშვნელოვანეს კონკურსამდე საქართველოს წარმომადგენელი, „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი პატრიარქს ესტუმრა.

როგორც მომღერლის დედა, თეონა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ილია მეორემ ქართველი კონკურსანტი დალოცა.

„ვუყუროთ ევროვიზიას და მივცეთ ხმა საქართველოს…“ – 18 ევროპული ქვეყანა თბილისში და მზადება გრანდიოზული შოუსთვის

„უბედნიერესი დღე ანიტასთვის. უწმინდესის და უნეტარესის დალოცვა, პირველი გააზრებული შეხვედრა პატრიარქთან (როცა მონათლა ძალიან პატარა იყო) და უდიდესი ემოციები.

დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ძალა მიეცა დღეს, რაც იმედია აისახება მის გამოსვლაში. უდიდესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს და მამა დავითს. ბედნიერი ჩემი გოგო“ – წერს ანიტას დედა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველო საბავშვო ევროვიზიას მეორედ უმასპინძლებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი.