მომღერალი ნანუკა ქარუხნიშვილი, რომელიც ახლახან კანის კინოფესტივალს სტუმრობდა, გადაცემა „დღის პოსტს“ ეწვია. მომღერალმა გადაცემაში ისაუბრა, თუ როგორ მოხვდა პრესტიჟულ კინოფესტივალზე და მაყურებელს მის ცხოვრებაში არსებული მნიშვნელოვანი სიახლეებიც გაუზიარა.
„კანის კინოფესტივალზე პირველად შარშან ვიყავი. წელს უცებ, ერთი წლით ადრე გადავწყვიტე, რომ მივდიოდით მე და ჩემი მეგობარი.
საოცრება შემემთხვა. ჯერ ბარგი დავკარგე. მთავარ დღეს კი, იმდენი ვემზადე, რომ კინოფესტივალზე 7 წუთით დავაგვიანე… ერიკ რობერტსი გვეხმარა და შემიშვეს. კარის დახურვას ერთი წუთი აკლდა.
კინოფესტივალის მეორე დღეს დახურულ წვეულებაზე დაგვპატიჟეს, სადაც იყვნენ ძალიან ცნობილი მსახიობები, მათ შორის რობერტ პატისონი და კევინ სპეისი, ერთ მაგიდასთან მოვხვდით და გავიცანით. კევინ სპეისი იუმორის მამაა, ძალიან ბევრი ვიცინეთ, ძალიან უშუალოები არიან. საღამომ ძალიან ლამაზად ჩაიარა“, – აღნიშნა ნანუკა ქარუხნიშვილმა.








