„ქსოვრელების“ ახალგაზრდა მომღერალი, გიორგი შოშიტაშვილი და მისი მეუღლე სალომე ვარდიაშვილი 8 აგვისტოს ბიჭის მშობლები გახდნენ – მათ ახალშობილს გიორგი დაარქვეს.
„დაიბადა მამას ბიჭი“ – „ქსოვრელების“ მომღერალ გიორგი შოშიტაშვილს შვილი შეეძინა
გიორგი შოშიტაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს გვიზიარებს, რომელიც გიორგი 1 თვის იუბილესთან დაკავშირებით გადაიღეს.
„გიოს 1 თვის იუბილე დაიკოებთან ერთად ✨⭐️🎂💫♥️♥️♥️“, – წერს გიორგი შოშიტაშვილი.
გამოქვეყნებულმა ფოტოებმა უამრავი მოწონება, გიორგიმ კი უამრავი მილოცვა მიიღო.
„სიყვარულები💖💖როგორი ტკბილი ხარ პაწაწუნა ბიჭო შენა 💖💖
გაიზარდეთ ბედნიერები თქვენ 💖🙏“, „უფალმა დაგლოცოთ და გამრავლოთ“, „გენაცვალე გიო ღმერთმა დაგილოცოს შენი სამი ანგელოზი უფალი გფარავდეთ მუდამ 🙏❤️💋“, „უსაყვარლესები ❤️❤️❤️❤️“, „იხარეთ და იმრავლეთ ❤️“, – აღნიშნავენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, მომღერალ გიორგი შოშიტაშვილს პირველი ორი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.