ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს გასული წლის შემაჯამებელ სტატუს, რომელსაც თან ურთავს შვილიშვილის მიერ სკოლაში შესრულებული პროექტის ფოტოს, რომელშიც გოგონა ბებიისა და ბაბუის შესახებ წერს.
„წელიწადს რომ გადახედავ, როგორი იყო, საქმიანიდან ქვეყანაში მიმდინარე ამბებამდე, ბევრი განზომილება აქვს, მაგრამ დღეს პირად ემოციურს ამოვირჩევ მხოლოდ, რადგან ყველაზე ტკბილი ეს ამბავია – თინუშას სკოლაში ინგლისურის მასწავლებელმა პროექტის – „ჩემი ოჯახი“ – გაკეთება დაავალა, ხოდა, მართალია ამ ფოტოში ჯერ ნაშრომი ბოლომდე დასრულებული არაა, დასაწყისი უხარია გულს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
ამასთან, ფსიქოლოგი „ფეისბუკის“ სთორიში მისი და მისი მეუღლის, ირაკლი ალასანიას ცეკვის კადრებს აქვეყნებს.
დაწვრილებით








