„მეორე ორსულობაზე მოვიმატე 37 კილო… სარკეში რომ ვიხედებოდი ვხვდებოდი, რომ საერთოდ სხვა ადამიანია და მე სხვა… ილოს მიმართ მქონდა ხოლმე აგრესია“ – ანი ბებია მშობიარობის შემდგომ პერიოდზე

მსახიობი, ანი ბებია ნანკა გვარის პოდკასტის სტუმარია.

„მითხრა რომ „ყველაზე ბევრჯერ“ მე ვესიზმრები, რომელიც მამასთან ერთად ყვავილებს რწყავს.. ამაზე დიდი სიყვარულის ახსნა რა უნდა იყოს…“ – ანი ბებია შვილთან დაკავშირებით გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს

მსახიობმა არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე:

„პირველ ორსულობაზე მოვიმატე 27 კილო, მაგრამ გაჩენიდან 5-6 თვეში ფორმაში თავისით ჩავდექი. მეორე ორსულობაზე მოვიმატე 37 კილო და ძალიან გამიჭირდა დაკლება და ეს ძალიან მოქმედებდა იმიტომ, რომ სარკეში რომ ვიხედებოდი და რომ ვხვდებოდი, რომ საერთოდ სხვა ადამიანია და მე სხვა, ეს კიდევ დამატებით იყო…

ასეთ დროს აგრესია პარტნიორის მიმართ ჩნდება. მას ადანაშაულებ, რომ მან ჩაგაგდო ამ დღეში. არ ვიცი შეიძლება ბავშვის მიმართაც იყოს, არ ვიცი, მაგრამ მე ილოს მიმართ მქონდა ხოლმე აგრესია“, – ამბობს მსახიობი.