„თეატრალურის კვარტეტის“ წევრმა, კობა ჭეფხოძე-შემოქმედელმა და მისმა მეუღლემ, ლელუკა თელიამ ახალი ოჯახური დუეტი შემოგვთავაზეს.
სიმღერა მათთვის სპეციალურად დაიწერა და კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ლექსი – ნანა ცინცაძეს, ხოლო სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაშია ჩაწერილი.
ვიდეორგოლი კი „ასკანელი ფალესტრაშია“ გადაღებული. კობა და ლელუკა თავიანთ მეგობრებთან ერთად შეიკრიბნენ და კლიპი სწორედ ამ კადრებითაა გაჯერებული. ვიდეოს ავტორი რომა გოხაძეა.
ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში ანი კავლელიშვილმა გააზიარა.
„რა ტკბილები და კარგები ხართ…“
„ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე კლიპია…“
„ ბედნიერებითა და სიყვარულით სავსენი!..“
„თქვენი დუეტი მაინც განსაკუთრებულად ტკბილი გამოდის…“, წერენ კომენტარებში.








