„4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ, მომდევნო 8 წელი გულში ჩახუტებულმა გატარე“ - გვანცა ბუბაშვილს მასწავლებელი ემშვიდობება

შოვის ტრაგედიის კიდე ერთი მსხვერპლის ვინაობა ცნობილი, ის გვანცა ბუბაშვილია, რომელიც რაჭაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილს მასწავლებელი ლიკა ჭუმბურიძე ემშვიდობება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ, მომდევნო 8 წელი გულში ჩახუტებულმა გატარე. ახლა სად გაგიშვა, როგორ???? ეს ჩემი გვანცაა...მხიარული, ერთგული, უღალატო, ძლიერი.... ჩემი და შენი კლასელების დიდი ტკივილი იქნები მუდამ. შენი ხმა, სიცილი, გამოხედვა, ეშმაკუნა თვალები მუდამ ჩემს გობენაში იქნება.. შეგხვდები, როცა უფალი ინებებს“, - წერს ლიკა ჭუმბურიძე.