„მადლობა სიყვარულისთვის! თქვენ ხართ ჩემი ენერგიაც“ – თიკა ფაცაცია გამომწერებს მიმართავს

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია „ინსტაგრამ“ გამომწერებს მადლობას უხდის, რომ მთელი წლის განმავლობაში მასთან ერთად იზიარებდნენ სიყვარულს, სითბოს, იდეებსა და სურვილებს.

„ჩემში ახლა ცოცხალია მადლიერება ჩემი გამომწერების მიმართ, ადამიანების რომლებიც მათვალიერებთ, მაფასებთ, ჩემთან ერთად გაიარეთ ეს წელიწადი და ბევრი რამ გავცვალეთ: სიყვარული, სითბო, ენერგია, ინფორმაცია, იდეები, სურვილები. მადლობა სიყვარულისთვის ❤️ თქვენ ხართ ჩემი ენერგიაც ❤️🙏“, – წერს თიკა ფაცაცია.