
„ყველა ლამაზი ქალი ჩემი მუზაა, შეიძლება ქუჩაში შემხვდეს ლამაზი მანდილოსანი და რაღაცნაირად სიმღერის შნოს მაძლევს“, – ამის შესახებ გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში მომღერალმა, ბორის ბედიამ ისაუბრა.
მომღერალმა გადაცემის წამყვანების კითხვებს გულახდილად უპასუხა:
„ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩემს ძვირფას ხალხს ვასიამოვნო და ცხოვრება გავუხარო…
ყველა ლამაზი ქალი ჩემი მუზაა, შეიძლება ქუჩაში შემხვდეს ლამაზი მანდილოსანი და რაღაცნაირად სიმღერის შნოს მაძლევს.
სადაც არ უნდა მოვხვდე, თუ ქალბატონი არ არის სუფრაზე, ვერ ვმღერი ისე, კი ვიმღერებ მაგრამ პატრიოტულს უფრო.
ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს და მერე ენერგეტიკას, რომ შევხედავ გაიპრანჭება, მეც გავიპრანჭები და ასე…
მთავარია ქალს უხდებოდეს სამოსი, შეიძლება მოკრძალებულად ეცვას ქალს, მაგრამ იმხელა სექსუალობა მოდიოდეს მისგან. ცოტა ზედმეტად რომ ცდილობს ვულგარულია და ეს არ მომწონს“, – ამბობს მომღერალი.