ვიდეო: „ბედნიერების ცრემლები მაქვს დილიდან… სიტყვაზე მეტი მალამო სხვას არაფერს არ აქვს… მადლობა მინდა გითხრათ“ – იუბილარი თიკა ფაცაცია ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალი თიკა ფაცაცია, რომელიც დღეს 44 წლის გახდა სოციალური ქსელის გამომწერებს მადლობას უხდით გულთბილი მილოცვებისთვის. 

როგორც თიკა ამბობს, „სიტყვაზე მეტი მალამო და გაზიარების ყველაზე დიდი უნარი სხვას არაფერს არ აქვს“. 

„44 წლის ვარ, ვაშა! ისე მომწონს, ისე… მადლობა მინდა გითხრათ. დილიდან გულაჩუყებული, სიყვარულით, სიხარულით და მადლიერებით სავსე ვარ.

სიტყვაზე მეტი მალამო და გაზიარების ყველაზე დიდი უნარი სხვას არაფერს არ აქვს. 

არ დაგეზაროთ რომ ადამიანებს, გულიანად და გემრიელად მიულოცოთ წელიწადში ერთხელ დაბადების დღე. მადლობა ყველას. ბედნიერების ცრემლები მაქვს დილიდან… ძალიან კარგია“, – აცხადებს თიკა ფაცაცია.

„ჩვენი დღესასწაული გოგო, ბედნიერი უნდა გვყავდე სულ“ – თიკა ფაცაცია იუბილარია