ვიდეო: „ჩემი და კარლოს დღესასწაული, მადლობა ამ ზღაპრული დღისთვის“ – მარიამ შარმანაშვილი საკუთარი გრანდიოზული ქორწილიდან მორიგ ემოციურ კადრებს ავრცელებს

მარიამ შარმანაშვილი, რომელმაც 26 ივლისს, იტა­ლი­ე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის, სოფი ლორენის ვაჟზე, კარ­ლო პონ­ტზე იქორწინა, სოციალურ ქსელში საზოგადოებას გრანდიოზული ქორწილიდან მორიგ ვიდეოს უზიარებს.

მარიამ შარმანაშვილი: „ბევრი ვიტირე ამ მომენტში… ემოციური იყო ჯვრისწერა, ხელისმოწერის ცერემონია, სადაც მამამ მიმაცილა“

ვიდეოკოლაჟში წყვილის ქორწილის დღის შთამბეჭდავი მომენტებია გაერთიანებული.

„ჩემი და კარლოს დღესასწაული. მადლობა, ამ ზღაპრული დღისთვის“, – წერს მარიამ შარმანაშვილი „ინსტაგამზე“ და მადლობას უხდის ქორწილის საორგანიზაციო ჯგუფსა და ფოტო_ და ვიდეოგრაფ ირაკლი კიკვიძეს, რომელსაც აღნიშნული კადრები ეკუთვნის.

მარიამ შარმანაშვილი: „ეს ღმერთის გადაწყვეტილებაც იყო, რომ მე და კარლო ერთმანეთს შევხვედროდით… კარლო ქართული ჩოხით აღფრთოვანებულია“

„მე შენ აგირჩიე, მარიამ შარმანაშვილი – რომ იყო ჩემი ცოლი, პარტნიორი, მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი სინათლე“ – კარლო პონტის ემოციური ფიცი და სიყვარულის საჯარო ახსნა

შეგახსენებთ, კარ­ლო პონ­ტიმ და მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილმა 26 ივლისს იქორწინეს. მათ გრანდიოზულ საქორწინო წვეულებაზე უამრავ სტუმარს უმასპინძლეს. ქართული ტრადიციული ელემენტებით გაფორმებული ქორწილი არაერთ ემოციურ ეპიზოდს მოიცავდა, წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, შემდეგ იყო საქორწინო ფიცი და წყვილის მიერ შესრულებული „დაისი“.