“იმ დღეს თურმე იმიტომ შეხვედრილან რომ..” – ნახეთ სინამდვილეში გაირკვა რატომ მოკლა დაუნდობლად მამაკაცმა მეუღლე


თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „პრაიმტაიმს“ მოკლულის ახლობელმა უთხრა, წყვილი 7 წლის წინ დაშორდა, თუმცა, კაცი მუდმივად შერიგებას სთხოვდა.
„დაშორების შემდეგ სულ შერიგებას სთხოვდა. იმ დღეს შეხვდა, რომ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, შემდეგ შელაპარაკება მოუვიდათ…. მარიამის დედა ემიგრანტია, იტალიაში იმყოფება. გოგო თემქაზე შვილებთან ერთად ცხოვრობდა. საოცარი ხასიათი ჰქონდა, იყო თბილი, კომუნიკაბელური… როგორც ვიცით, იმ საბედისწერო დღეს ყოფილ ქმარს შვილები დედამისთან ჰყოლია წაყვანილი…“, – ამბობს მარიამ მაზიაშვილის ახლობელი. „მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ ბავშვი, რომ გაშორდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.