კესარია აბრამიძეს ბინა აჩუქეს - რას ამბობს ტელესახე მორიგ ძვირადღირებულ საჩუქარზე

მოდელი და ტელეწამყვანი, კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტებს ხშირად წერს, რაც გამომწერებში კარგ და დადებით ემოციებს იწვევს. 
რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ საჩუქრად ბინა მიიღო: „ქმარმა ბინა მაჩუქა, ოღონდ ვისმა ქმარმა, არ გეტყვით. მომილოცეთ მეორე ბაითი“ - ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მორიგ ხუმრობად მიიღეს.
თუმცა, „პრაიმტიამი“ ტელესახეს დაუკავშირდა და აღმოჩნდა, რომ ბინა ნამდვილად აჩუქეს, მანამდე კი საჩუქრად მანქანა მიიღო. 
„ეს უკვე მეორე ბინაა, რომელიც საჩუქრად მივიღე. წინა - მეუღლემ მაჩუქა, გამირემონტა კიდეც. ვერ დაგიკონკრეტებთ, ეს ბინა ვინ მაჩუქა, მეგობარი მამაკაცია. ბინა ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე მდებარეობს. მანამდე, 3 თვით ადრე საჩუქრად მანქანა მივიღე. ამ დღეებში გაფორმებას ვაპირებ. ძალიან ლამაზი, კარგი სახლია.“ - ამბობს კესარია აბრამიძე.