ფოტო, ვიდეო: „ჩემი ახდენილი ოცნება – ვენეცია“ – ბარბარა სამხარაძის იტალიური მოგზაურობა და მოულოდნელი შეხვედრა ქართველებთან კუნძულ ბურანოზე

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციაში იმოგზაურა და კადრები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ჩემი ახდენილი ოცნება – ვენეცია 🥹❤️“, – წერს ბარბარა სამხარაძე. 

ბარბარამ ვენეციის ახლომდებარე კუნძული, ბურანოც მოინახულა, რომელიც მაქმანის წარმოებით და ფერადად შეღებილი სახლებით არის ცნობილი. 

სწორედ კუნძულ ბურანოზე, ბარბარას სხვა ქართველებიც შეხვდნენ.

„ცოტა კი ვართ, მაგრამ ყველგან ვართ 🤣🤣❤️ ქართველების მოულოდნელი შეხვედრა კუნძულ, ბურანოზე 📍🇮🇹❤️“, – წერს ბარბარა სამხარაძე.