დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში, ასევე გარკვეულ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
განსაკუთრებულად ემოციური იყო სკოლებში პირველკლასელების, უმაღლეს სასწავლებლებში კი პირველკურსელთა მიღების ცერემონია, სადაც მათ საზეიმოდ დახვდნენ.
2025-2026 ახალ სასწავლო წელს, პირველი კლასის მოსწავლე გახდა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლის, საზოგადოებისთვის ცნობადი სახის შვილი თუ შვილიშვილი.
სასწავლო დაწესებულებაში ბავშვების პირველად მისვლის ემოციური კადრები მათ დღეს საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარეს.
პირველი კლასის მოსწავლე გახდა მოდელისა და ტელეწამყვანის, მარიამ სანოგოს შვილი ზუკა. მარიამ სანოგო სასწავლო წლის პირველ დღეს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამის“ გამომწერებს უზიარებს.
„ზუკა პირველ კლასში წავიდა“ – წერს მარიამ სანოგო.
„გილოცავ, დედა, სწავლის დაწყებას. წარმატებული და ბედნიერი მომავალი გქონოდეს. ყველა პატარას ვულოცავ“, – წერს მომღერალი სოფო ბედია და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ფეისბუკში“ აქვეყნებს.
ასევე დღეს დაიწყო ახალი სასწავლო წელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას შვილმა, სანდრომ. მის ფოტოებს მაიკო ბეგიაშვილი აქვეყნებს და წერს: „ჩვენ ყველას წარმატებები, ჩვენს საქმეში“.
პირველი კლასის მოსწავლეა მომღერალ ეკა კახიანის შვილიშვილი, ანასტასია თოფურიძის შვილიც. პატარა იკოს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გადაღებულ ფოტოს „ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს ეკა კახიანის ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე წარწერით: „იკო პირველკლასელი“.