სოფო ბედია ნოე სულაბერიძის გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობს.
გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ განხილვის თემა მისი „პრაიმშოუში“ გამოსვლაა, სადაც „პრისიონერა“ შეასრულა. მისმა პერფორმანსმა ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. იმავე სიმღერას ის ნოესთანაც ასრულებს და ბოლოს ხუმრობით ამბობს: „წყალი მინდა…“
„მე რომ ვდგავარ, ხელები რომ მაქვს გაშლილი და უცებ მიშა მასხამს წყალს, ამაზე როგორ შეიძლება არ გაგეცინოს“, ამბობს ასევე ხუმრობით მომღერალი.
ანონსში ასევე ჩანს, რომ წამყვანი და მისი სტუმარი ისეთ თემას ეხებიან, რომელიც მომღერლისთვის ძალიან სენსიტიურია და მას ცრემლები მოსდის. „ნუ მატირებ“, სთხოვს ის ნოე სულაბერიძეს.
დაწვრილებით








