ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, UFC-ის ორგზის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას წინააღმდეგ სარჩელი მისმა ყოფილმა ცოლმა უკან გაიტანა.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ილია თოფურიას პირობებით შედგა:
„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა და მან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც თავდაპირველად თოფურიამ შესთავაზა. ინფორმაციების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო პერიოდში ილიას შესახებ სოციალურ პრესაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად მადრიდში მისი სახლი, სადაც ვარჯიშობს და ყველაფერი აქვს მოწყობილი, არ იყიდება“ – ციტირებს Crystalsport-ი Marca-ს.
ცნობისთვის, დღეს თოფურიამ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოქტაგონზე დაბრუნება დააანონსა და დაწერა: „ჩემპიონი ბრუნდება!“
შეგახსენებთ, 2025 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ქართველი მებრძოლი განქორწინებისა და მეურვეობის საკითხზე სამართლებრივ დავაში იყო მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან.








