ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე ქეით მიდლტონი საზოგადოებაში პრინც უილიამთან ერთად გამოჩნდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დღის ელეგანტურ სტილს. უელსის პრინცესას ეცვა მისთვის სპეციალურად შექმნილი შოკოლადისფერი კაბა, რომელიც მკაცრ სილუეტს და თავისუფლად გაშლილ ქვედა ნაწილს აერთიანებდა. ლუქი შეავსო იმავე ფერის პალტომ და მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა, რაც მთლიანობაში ჰარმონიულ და დახვეწილ შთაბეჭდილებას ქმნიდა.
ქეით მიდლტონი უელსში 60-იანი წლების ვინტაჟური პალტოთი გამოჩნდა
აქსესუარებში ქეითმა შეარჩია გულის ფორმის ოქროს ყელსაბამი და ელეგანტური საყურეები. როგორც ყოველთვის, მის სტილს განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას სძენდა ნიშნობის ბეჭედი საფირონითა და ბრილიანტებით – სამკაული, რომელიც ადრე პრინცესა დიანას ეკუთვნოდა. ბოლო პერიოდში ქეით მიდლტონი ხშირად ირჩევს მსგავს ტონალობას და ბრიტანელი დიზაინერების ნამუშევრებს, რითაც კვლავ უსვამს ხაზს ადგილობრივი მოდის მხარდაჭერას.








