მეფე ჩარლზის ძმა, პრინცი ენდრიუ ეპშტეინის ფაილების გამოძიების ფარგლებში დააკავეს

BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში დააკავეს ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, მეფე ჩარლზის ძმა, რომელსაც ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო ყველა ტიტული ჩამოართვეს. პოლიციამ ის სამსახურებრივი თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა.

ხუთშაბათს დილით გავრცელდა ფოტოები, სადაც პოლიციის მანქანები ნორფოლკში, ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროზე მდებარე სამეფო სანდრინგემის მამულში მიდიან, სადაც ამჟამად მაუნტბატენ-უინძორი ცხოვრობს.

ეპშტეინის საქმეზე ამერიკაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად ვლინდება, რომ ენდრიუ ეპშტეინს აწვდიდა ანგარიშებს მისი სინგაპურში, ჰონგ-კონგსა და ვიეტნამში ვიზიტების შესახებ, ასევე კონფიდენციალურ დეტალებს საინვესტიციო ფონდის შესახებ.

ენდრიუმ, რომელსაც ხუთშაბათს 66 წელი შეუსრულდა, არაერთხელ უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და ამტკიცებდა, რომ არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. ოქტომბერში მეფე ჩარლზმა ძმას ჩამოართვა პრინცის ტიტული, ხოლო ცოტა ხნით ადრე ენდრიუმ ოფიციალურად ნებაყოფლობით უარი თქვა იორკის ჰერცოგის ტიტულზე.