ვიდეო: „საქართველოს ხმის“ კონკურსანტმა თიკა ბალანჩინი აატირა: „ასეთი მომღერლები სჭირდება საქართველოს…“

„საქართველოს ხმის“ მონაწილემ, ილია მენაბდემ სოციალური ქსელები დაიპყრო. ის ჟიურის წინაშე „რუსთავი 2“-ის ეთერში წარდგა კასტინგზე და 4 „კი“ მოიპოვა შოუში ჟიურის წევრებისგან, ასევე მათგან უდიდესი კომპლიმენტები დაიმსახურა. დათო ფორჩხიძემ ილია მენაბდეს უთხრა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში.

„ჩემთვის ყველაფერი ხარ“ აჩიკო ბერიძის რეპერტუარიდან მენაბდემ განსაკუთრებული ემოციით შეასრულა და თიკა ბალანჩინზე გამორჩეული შთაბეჭდილება დატოვა…

„რა ტკბილი ხმა აქვს – განსაკუთრებული..“

„ეს პროექტი რომ არ ყოფილიყო, ასეთი ხმის პატრონი იკარგებოდა?..“

„სუფთა ხმა, სუფთა ბგერები, ტკბილი მოსასმენი, ნამდვილი ქართული ემოცია, სულსა და გულში ჩამწვდომი. Საქართველოს ხმა ქართული უნდა იყოს!..“

„ასეთი მომღერლები სჭირდება საქართველოს…“