ვიდეო: „ჩემი ტირილი ესმოდა მთელ საბურთალოს, ბღავილი… მაგრად მენატრება…“ – ნუგზარ რუხაძე მეუღლის გარდაცვალებაზე

ნოე სულაბერიძის გადაცემაში „იმედზე“ ნუგზარ რუხაძე სტუმრობს.

ის საუბრობს მეუღლის გარდაცვალების შესახებ და ასევე იმაზეც, თუ როგორ ცდილობს, არ წაიქცეს:

„ხანდახან მეუბნებიან, ეს კიდევ ეკრანზეაო? ერთმა დამიწერა „ფეისბუქზე“, ვაა, ეს კიდევ ცოცხალიაო? ვცდილობ, არ წავიქცე, უდროოდ და უადგილოდ. ჩემი ტირილი ესმოდა მთელ საბურთალოს, ბღავილი… მაგრად მენატრება…“, აღნიშნავს ცნობილი ჟურნალისტი.