ამერიკის პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის პატივსაცემად სახელმწიფო ბანკეტი უინძორის ციხესიმაგრეში გაიმართა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავად დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე, მელანია, მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა, ასევე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.
მელანია მიღებაზე გრძელი, „კაროლინა ჰერერას“კაშკაშა ყვითელი კაბით, იასამნისფერი ხავერდის ქამრითა და ზურმუხტისფერი საყურეებით გამოჩნდა. ქეითი ბრწყინავდა „ფილიპა ლეპლის“ საღამოს კაბაში, რომელიც ოქროსფერი მაქმანით იყო მოქარგული. ჰერცოგინიამ თავისი ლუქი „აქუაზურას“ ფეხსაცმლით, Anya Hindmarch-ის კლატჩით, Lovers’ Knot-ის დიადემით და ბრილიანტის საყურეებით დაასრულა. დონალდ ტრამპს და პრინც უილიამს შავი სმოკინგი ეცვათ.
მაგიდასთან ამერიკის პრეზიდენტი მეფესა და უელსის პრინცესას შორის იჯდა, მედიაში ვირუსულად ვრცელდება ფოტო, როგორ შესცქერის აღფრთოვანებული ტრამპი ქეით მიდლტონს.
რომელი უფრო ელეგანტურია? – ქეით მიდლტონი და მელანია ტრამპი ოფიციალურ შეხვედრაზე
მელანია ტრამპი „ბარბერის“ უჩვეულოდ გრძელი ლაბადით ბრიტანეთში ჩაფრინდა