კიევი - REGNUM უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის და ოდესას ექს-გუბერნატორისათვის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ, იუწყება 28 მაისს სახელმწიფოს ხელისუფალის ოფიციალური საიტი.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ ცვლილებებია შეტანილი 2017 წლის 26 ივნისის პოროშენკოს ბრძანებულებაში და აუქმებს დებულებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის უკრაინის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ.
«შევიდეს ცვლილებები უკრაინის პრეზიდენტის 2017 წლის 26 ივნისის № 196 ბრძანებულებაში «უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ …» და ამოღებულ იქნას დებულება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ», — ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
შეგახსენებთ, უკრაინის წინა პრეზიდენტმა პოროშენკომ გაუუქმა სააკაშვილს მოქალაქეობა, ამ უკანასკნელის მიერ ხელისუფლებისათვის ბრძოლის მცდელობის შემდეგ.